Accentnews.ge
რა სიმპტომებით განსხვავდება "ომიკრონი" კორონავირუსის სხვა შტამებისგან

რა სიმპტომებით განსხვავდება "ომიკრონი" კორონავირუსის სხვა შტამებისგან

28/12/2021 09:00:12 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის შტამი "ომიკრონი" დაავადების სხვა ვარიანტებისგან რამდენიმე სომპტომით განსხვავდება.

"ომიკრონით" ინფიცირებულებში ხდება სუნისა და გემოს უფრო მკვეთრად დაკარგვა და ახასიათებს ყელის სიმშრალე", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, დანარჩენი სიმპტომების იგივეა, რაც კორონავირუსის სხვა ვარიანტების შემთხვევაში.

როგორც მან აღნიშნა, "ვაქცინირებულ ადამიანს "ომიკრონი" ბევრად იოლად გადააქვს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არავაქცინირებულებშიც მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება".

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში დადასტურებულია "ომიკრონით" ინფიცირების 63 შემთხვევა.

"ინფიცირებულებიდან მძიმე არც ერთი არ გახლავთ. მათი უმეტესობა აცრილია. 6 რეინფექციაა. 63 ინფიცირებულიდან 18 წლამდე 5 მოზარდია და ბავშვია. სტაციონარში მხოლოდ სამი პირი იმყოფება, თუმცა არა დაავადების გართულების, არამედ თანხმლები დაავადების გამოკვლევისთვის", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში იკლებს, თუმცა კვლავ მაღალია კორონავირუსით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი:

"ნოემბრის შუა რიცხვებიდან არის ახალი შემთხვევების კლების პოზიტიური დინამიკა, ნელი ტემპით, თუმცა არის კლება. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2–ჯერ მეტია ჩვენს ზღურბლოვან მაჩვენებელზე".

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინისა და "ბუსტერ" დოზის გაკეთებისკენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S