Accentnews.ge
"დადასტურებულია "ომიკრონით" ინფიცირების 63 შემთხვევა, მათ შორის 6 პირს კორონავირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა"

"დადასტურებულია "ომიკრონით" ინფიცირების 63 შემთხვევა, მათ შორის 6 პირს კორონავირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა"

28/12/2021 08:40:52 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში დადასტურებულია "ომიკრონით" ინფიცირების 63 შემთხვევა.

მისი თქმით, ინფიცირებულებს შორის 6 პირს კორონავირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა.

"ინფიცირებულებიდან მძიმე არც ერთი არ გახლავთ. მათი უმეტესობა აცრილია. 6 რეინფექციაა. 63 ინფიცირებულიდან 18 წლამდე 5 მოზარდია და ბავშვია. სტაციონარში მხოლოდ სამი პირი იმყოფება, თუმცა არა დაავადების გართულების, არამედ თანხმლები დაავადების გამოკვლევისთვის", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში იკლებს, თუმცა კვლავ მაღალია კორონავირუსით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი:

"ნოემბრის შუა რიცხვებიდან არის ახალი შემთხვევების კლების პოზიტიური დინამიკა, ნელი ტემპით, თუმცა არის კლება. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2–ჯერ მეტია ჩვენს ზღურბლოვან მაჩვენებელზე".

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინისა და "ბუსტერ" დოზის გაკეთებისკენ.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 928 030 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 888 022 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 646 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ ჩატარდა 2 481 500 აცრა, დღიურად აცრილია 13 377 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S