
ვაქცინაციის სანაცვლოდ, 200-ლარიან წახალისებას 50 წლის ზემოთ პირებიც მიიღებენ
28/12/2021 08:30:13 საზოგადოება
იანვრის თვეში გაგრძელდება პროგრამა, რომელიც გულისხმობს 200-ლარიან წახალისებას 60 წლის ზემოთ პირებისთვის, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც 200- ლარიან წახალისებას გულისხმობდა 60 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის. ასევე კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე და თუ 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანი იღებდა დახმარებას, იანვრის თვიდან უკვე მიიღებს 50 წლის ზემოთ, ვინც აიცრება. ბიუჯეტიდან გამოყოფილია იმდენი თანხა, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 50 წლის ზემოთ ყველა ადამიანს, რომელიც აიცრება, მივცეთ 200- ლარიანი წახალისება. ჯერჯერობით, ეს ღონისძიება იანვრის თვისთვის გაგრძელდა, შემდგომ ვნახოთ“, - განაცხადა ღიბრაძემ.
აქამდე, 200-ლარიან წახალისებას მხოლოდ 60 წელიწადს გადაცილებული ადამიანები ღებულობდნენ.