
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
28/12/2021 06:56:34 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2676 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 63 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2966 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 42 772 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 677 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 095 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.74% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.02%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 063 შემთხვევა,
- აჭარა - 213,
- იმერეთი - 439,
- ქვემო ქართლი - 110,
- შიდა ქართლი - 171,
- გურია - 142,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 227,
- კახეთი -148,
- მცხეთა-მთიანეთი -75,
- სამცხე-ჯავახეთი - 45,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 336 საიდანაც: 4 951 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 096, აჭარაში - 497, იმერეთში - 956. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 275 პირი, მათ შორის, თბილისში - 581, აჭარაში - 121, იმერეთში - 338. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 297 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 35, იმერეთში - 27. 857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 558 - თბილისში, 191- აჭარაში. 20 528 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 27 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 852 ადამიანი.