Accentnews.ge
ჟირინოვსკიმ ხელისუფლებას შესთავაზა, უკრაინა ახალი წლის ღამით დაბომბონ

ჟირინოვსკიმ ხელისუფლებას შესთავაზა, უკრაინა ახალი წლის ღამით დაბომბონ

28/12/2021 06:06:34 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ხელისუფლებას შესთავაზა, უკრაინა ახალი წლის ღამით დაბომბონ.

„დაბომბონ უკრაინა დილის ოთხ, ან ხუთ საათზე, როცა უკვე ყველა ნასვამია“, - განაცხადა ჟირინოვსკიმ "რუსეთის პირველი არხის" ეთერში.

მისივე თქმით, იგი რუსეთის პრეზიდენტი რომ იყოს, ასეთ ბრძანებას გასცემდა.

"აუცილებელი არ არის ყველას დაბომბვა, მაგრამ აუცილებელია ვინმეს დასჯა და დაშინება", – დასძინა მან.

მანამდე, ჟირინოვსკიმ რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის რუსეთთან შეერთება შესთავაზა და განაცხადა, რომ ამ ვარიანტზე აშშ-სთან შეთახმება რთული არ იქნება.

ცნობისთვის: უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. პუტინის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და ნატო–ს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S