ბაიდენმა 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა
28/12/2021 05:57:23 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 770 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა.
ბიუჯეტი, რომელიც წინა წელიწადთან შედარებით, 5 %-ით არის გაზრდილი.
აშშ-ის 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 300 მილიონი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივისთვის. 4 მილიარდი დოლარი გამოიყოფა ევროპის თავდაცვის ინიციატივისთვის და 150 მილიონი დოლარი ბალტიის უსაფრთხოების თანამშრომლობისთვის.
რაც შეეხება ჩინეთს, დოკუმენტში გათვალისწინებულია 7,1 მილიარდი დოლარი წყნარი ოკეანის რეგიონის შეკავების ინიციატივისთვის.


