უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები 10 იანვრისთვის იგეგმება
28/12/2021 05:52:05 მსოფლიო
უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები 10 იანვრისთვის იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას Reauters ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთსა და ნატო–ს შორის მოლაპარაკებები 12 იანვარს შედგება, ხოლო უფრო ფართო რეგინალური შეხვედრა მოსკოვს, ვაშინგტონსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანას შორის 13 იანვრისთვისაა დაგეგმილი.
"როდესაც ჩვენ დავსხდებით სალაპარაკოდ, რუსეთს შეუძლია, წარმოადგინოს თავისი შეშფოთებები და ჩვენც ჩვენს შეშფოთებას დავაყენებთ რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. იქნება სფეროები, სადაც ჩვენ შევძლებთ პროგრესის მიღწევას და სფეროები, სადაც ვერ შევთანხმებით. სწორედ ეს არის დიპლომატია", - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა.


