Accentnews.ge
ტრამპმა გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით დანიის პრემიერის განცხადებას „ამაზრზენი“ უწოდა

ტრამპმა გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით დანიის პრემიერის განცხადებას „ამაზრზენი“ უწოდა

22/08/2019 05:02:54 სხვა, მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენის მიერ გაკეთებულ განცხადებას „ამაზრზენად“ აფასებს.

საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმად, ტრამპის მიერ გრენლანდიის შეძენის სურვილს დანიის პრემიერმა „აბსურდი“ უწოდა.  

„ეს იყო ამაზრზენი, შეუსაბამო განცხადება. მას უბრალოდ უნდა ეთქვა: „არა,  ჩვენ არ დავინტერესდებით ამ საკითხით“. ის ხომ მე არ მესაუბრება, ის ესაუბრება აშშ-ს. თქვენ აშშ-თან ასეთი საუბრის უფლება არ გაქვთ, ყოველ შემთხვევაში ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ყიდვის სურვილი გამოთქვა, რაზეც დანიამ  უარი განაცხადა. უარის შემდეგ ტრამპმა დანიაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა. 

გრენლანდიის ტერიტორიის დაახლოებით 80% ყინულით არის დაფარული, თუმცა კუნძულის წყლები მდიდარია თევზით, გრენლანდიაში მოიპოვება ნავთობი და ურანი, ასევე, სხვადასხვა იშვიათი წიაღისეული.  გრენლანდია  სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს – არქტიკაში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული გაცილებით უფრო ახლოს მდებარეობს ამერიკასთან, ვიდრე დანიასთან, ტერიტორია დანიის სამეფოს ავტონომიურ ერთეულად მიიჩნევა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირთან ცივი ომის დროიდან გრენლანდიაზე აშშ სამხედრო ბაზა არსებობს. პენტაგონს კუნძულზე დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაფართოვება სურს, რათა დაუპირისპირდნენ ჩინეთისა და რუსეთისგან მომავალ სამხედრო საფრთხეებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S