Accentnews.ge
ბათუმის პორტში გაფიცვაა

ბათუმის პორტში გაფიცვაა

27/12/2021 09:24:09 საზოგადოება

ბათუმში საზღვაო ნავსადგურის კონტრაქტორი კომპანიის, „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ 80-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი შრომის პირობების გაუმჯობესებას, სამუშაო გრაფიკის დაწესებას და სამართლიან ანაზღაურებას მოითხოვენ.

ერთ-ერთი გაფიცული, ნუგზარ კირკიტაძე, რომელიც 2008 წლიდან ამწის ოპერატორად მუშაობს, ამბობს, რომ ცვლა ნორმალურად დადგენილი არ არის, ამიტომ ხშირად 5 ღამის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობა უწევს:

„სულ ტელეფონზე ვარ დამოკიდებული, როდის დამირეკავენ. ქალაქიდან ვერც კი გავდივარ. ჩვენი ჯანმრთელობა ძალიან შეირყა. დასვენების დღეები ძალიან შეზღუდული გვაქვს".

ბათუმის ნავსადგურის პროფკავშირის თავჯდომარის ამირან მიქელაძის ინფორმაციით, დამსაქმებელ კომპანისთან მოლაპარაკება მარტიდან მიმდინარეობდა, ამ დროის განმავლობაში კომპანია შრომის ინსპექციამ შეამოწმა და გარკვეული დარღვევებიც დააფიქსირა, თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა და დასაქმებულებმა გაფიცვა გამოაცხადეს.

„ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს" თანამშრომელთა გაფიცვის გამო ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S