
თბილისი და 1 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
27/12/2021 06:55:40 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 986 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 71 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 193 პირი.
ქვეყანაში ჩატარდა 19 701 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 838, „პისიარ“-ტესტით – 6 863.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 5%, ბოლო 14 დღის – 5,86%, ბოლო შვიდი დღის – 5,13%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 542 შემთხვევა,
- აჭარა - 95,
- იმერეთი - 118,
- ქვემო ქართლი - 30,
- შიდა ქართლი - 30,
- გურია - 25,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 54,
- კახეთი -52,
- მცხეთა-მთიანეთი -20,
- სამცხე-ჯავახეთი - 15,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 689 საიდანაც: 5 070 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 142, აჭარაში - 519, იმერეთში - 970. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 269 პირი, მათ შორის, თბილისში - 560, აჭარაში - 127, იმერეთში - 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 35, იმერეთში - 30. 903 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 558 - თბილისში, 243- აჭარაში. 20 716 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 26 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 854 ადამიანი.