გაერო-ს გენმდივანი: "კოვიდ 19" არ იქნება უკანასკნელი პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება, უნდა მოვემზადოთ შემდეგი კრიზისისთვის"
27/12/2021 06:08:57 მსოფლიო
გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, "კოვიდ 19" არ იქნება უკანასკნელი პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება.
მისი თქმით, მსოფლიო შემდეგი კრიზისისთვის უნდა მოემზადოს.
"როდესაც ჩვენ ვუპასუხებთ ჯანდაცვის ამ პანდემიას, უნდა მოვემზადოთ შემდეგი კრიზისისთვის. ეპიდემიისთვის მზადყოფნის საერთაშორისო დღეს, მოდით, დავუთმოთ ამ საკითხს ის ყურადღება და ინვესტიცია, რასაც იმსახურებს", - აცხადებს გუტერეში.


