Accentnews.ge
"უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს ისეთ სანქციებს დავუწესებთ, როგორიც ჯერ არ უნახავს"

"უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს ისეთ სანქციებს დავუწესებთ, როგორიც ჯერ არ უნახავს"

27/12/2021 05:46:20 მსოფლიო

აშშ–ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს ისეთ სანქციებს დაუწესებენ, როგორიც ჯერ არ უნახავს. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჰარისის თქმით, აშშ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ გვაქვს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. პრეზიდენტი, მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ვირტუალურად შეხვდა პუტინს და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა არ უნდა დაარღვიოს უკრაინის სუვერენიტეტი, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ჩვენ ვდგავართ ერთად მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ამ კუთხით და ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ გამოვიყენოთ სანქციები, როგორიც თქვენ აქამდე არ გინახავთ", – განაცხადა ჰარისმა.

მან არ დააკონკრეტა შეეხება თუ არა სანქციები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგი აქვთ და ამას ნათლად უხსნიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S