Accentnews.ge
პუტინი: "რუსეთის სამხედრო-ტექნიკური პასუხი შეიძლება, სხვადასხვაგვარი იყოს"

პუტინი: "რუსეთის სამხედრო-ტექნიკური პასუხი შეიძლება, სხვადასხვაგვარი იყოს"

26/12/2021 13:36:31 პოლიტიკა

რუსეთის სამხედრო-ტექნიკური პასუხი, თუ აშშ და ნატო უარს იტყვიან უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული რუსული შეთავაზებების მიღებაზე, შეიძლება, სხვადასხვაგვარი იყოს, - განაცხადა, "ინტერფაქსის" ცნობით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

"პასუხი იმ წინადადებებზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც ჩვენი სამხედრო ექსპერტები წარმიდგენენ" - განაცხადა რუსეთის ლიდერმა იმ კითხვის საპასუხოდ, "როგორი შეიძლება, იყოს რუსეთის სამხედრო-ტექნიკური პასუხი, თუ აშშ და ნატო მოსკოვის ხმას არც ამჯერად შეისმენენ".

ამავდროულად, მისი მტკიცებით, "რუსეთი მოლაპარაკებებზე იურიდიულად სავალდებულო შედეგის მიღწევას ეცდება და არა ამ მოლაპარაკებების შეწყვეტას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S