პესკოვი: "ნატო-ს წარმოდგენილობა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსეთისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია"
26/12/2021 13:19:44 პოლიტიკა
ნატო-ს წარმოდგენილობა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსეთისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, - ირწმუნება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი.
"ბოლო ორი ათწლეულის, ალბათ მეტის განმავლობაში კი ჩვენ მეთოდურად გვატყუებდნენ და ამ მოტყუების შედეგად ივედით სიტუაციამდე, როცა ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება - ამ მოტყუების გაგრძელების საფრთხე, ჩვენი საზღვრების მიმართულებით ნატო-ს როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო ინფრასტრუქტურის შემდგომი ექსპანსიის საფრთხე. და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ნატო-ს გაფართოება ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა უკრაინა და სსრკ-ის ტერიტორიაზე არსებული სხვა სახელმწიფოები, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია" - განაცხადა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში პესკოვმა.
აღსანიშნავია, რომ თავად ინტერვიუერმა ნატო-ს გაფართოების კონტექსტში საქართველო და მოლდოვაც ახსენა.


