Accentnews.ge
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

26/12/2021 06:57:06 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 661 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 69 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 841 პირი.

ქვეყანაში ჩატარდა 32 741 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 421, „პისიარ“-ტესტით – 14 320.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,07%, ბოლო 14 დღის – 5,93%, ბოლო შვიდი დღის – 5,21%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 836 შემთხვევა,

  • აჭარა - 147,
  • იმერეთი - 228,
  • ქვემო ქართლი - 79,
  • შიდა ქართლი - 56,
  • გურია - 42,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108,
  • კახეთი -94,
  • მცხეთა-მთიანეთი -42,
  • სამცხე-ჯავახეთი - 22,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 967 საიდანაც:

5 121 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 119, აჭარაში - 535, იმერეთში - 999.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 245 პირი, მათ შორის, თბილისში - 558, აჭარაში - 125, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 301 პირი, მათგან თბილისში - 160, აჭარაში - 35, იმერეთში - 34.

920 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 592 - თბილისში, 211- აჭარაში.

22 926 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათშორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 25 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 410 ადამიანი.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 924 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 881 863 გამოჯანმრთელდა, 13 512 კი, გარდაიცვალა.
  • სულ ჩატარდა 2 463 409 აცრა, დღიურად აცრილია 6 969.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S