
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 69 პაციენტი გარდაიცვალა
26/12/2021 06:52:01 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 661 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 69 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 841 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 741 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 421, „პისიარ“-ტესტით – 14 320.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,07%, ბოლო 14 დღის – 5,93%, ბოლო შვიდი დღის – 5,21%.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 924 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 881 863 გამოჯანმრთელდა, 13 512 კი, გარდაიცვალა.
- სულ ჩატარდა 2 463 409 აცრა, დღიურად აცრილია 6 969.