Accentnews.ge
თბილისის მერია ირწმუნება, რომ პარკირების საფასური არ იცვლება

თბილისის მერია ირწმუნება, რომ პარკირების საფასური არ იცვლება

25/12/2021 13:18:39 საზოგადოება

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პარკირების გადასახადთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება – ზონალურ-საათობრივი პარკირების ფასი კვლავინდებურად 1 ლარი იქნება, წლიური სააბონენტო გადასახადი კი - 50 ლარი.

ირაკლი ხმალაძის განმარტებით, მერია ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორისთვის დამატებითი პაკეტების შეთავაზებას გეგმავს. მათ შორის იქნება წლიური 800-ლარიანი სააბონენტო გადასახადი, რომელიც მფლობელს ათავისუფლებს საათობრივი საფასურისგან.

„რამდენიმე პაკეტი წარვადგინეთ საკრებულოში. ეს არის ერთთვიანი, ერთწლიანი, 6 თვიანი და 1 დღიანი, რომლითაც შეუძლიათ, რომ ისარგებლონ მსურველებმა. ეს არ არის სავალდებულო. ყველა არსებული პირობა, ოფცია და ფასები, რომელიც დღემდე მოქმედებდა, ისევ ისე შენარჩუნდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში პარკირების საფასურის გადახდის წესის ცვლილება იგეგმებოდა და პარკირებაზეც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსგავსად, გადახდის სააბონემენტო სისტემა ამოქმედდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S