Accentnews.ge
თბილისი და ერთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ერთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

25/12/2021 08:08:36 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 768 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 76 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 640 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 892, „პისიარ“-ტესტით – 21 748.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:

  • დღიური – 4,3%,
  • ბოლო 14 დღის – 6,12%,
  • ბოლო 7 დღის – 5,41%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 922 707 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 878 022 გამოჯანმრთელდა, 13 443 გარდაიცვალა.

ჩატარდა 2 454 879 აცრა, დღიურად აცრილია 11 808.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა,
  • აჭარა – 155, იმერეთი – 309,
  • ქვემო ქართლი – 93,
  • შიდა ქართლი – 115,
  • გურია – 74,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 150,
  • კახეთი -131,
  • მცხეთა-მთიანეთი – 66,
  • სამცხე-ჯავახეთი – 26,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 216 საიდანაც:

  • 5 157 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 138, აჭარაში – 528, იმერეთში – 995.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 276 პირი, მათ შორის, თბილისში – 560, აჭარაში – 127, იმერეთში – 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 36, იმერეთში – 37.
  • 977 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 611 – თბილისში, 240- აჭარაში.
  • 25 082 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
  • საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 39, ხოლო აჭარაში – ერთი.
  • სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 24 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.
  • ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 410 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S