
მსოფლიოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ფრენა გადაიდო
25/12/2021 11:54:11 საზოგადოება
მსოფლიოს მასშტაბით საშობაოდ დაგეგმილი 4000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო.
ავიაკომპანია United Airlines ადასტურებს, რომ ფრენების გადადება ომიკრონის შტამის გავრცელებას უკავშირდება:
"ომიკრონის მასშტაბურ გავრცელებას ამ კვირაში პირდაპირი გავლენა ჰქონდა ავიაკომპანიის თანამშრომლებზე, შედეგად ჩვენ მოგვიწია ფრენების გადადება, მგზავრებს, ვისაც ავიარეისი დაჯავშნილი ჰქონდა ვატყობინებთ გადადების შესახებ და ვწუხვართ, მაქსიმალურად ვცდილობთ მათ დაგეგმილ არდადეგებზე წასვლა მოახერხონ".
ფრენები კიდევ რამდენიმე კომპანიამ გადადო. გასულ კვირას, თეთრი სახლის სამედიცინო მრჩეველმა ენტონი ფაუჩიმ თქვა, რომ საშობაო ფრენები, თუნდაც სრულად ვაქცინირებულების, ომიკრონის გავრცელებას შეუწყობდა ხელს.