Accentnews.ge
ირანი ისრაელს ექმურება

ირანი ისრაელს ექმურება

24/12/2021 17:11:33 მსოფლიო

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანმა სამხედრო წვრთნების ფარგლებში 16 ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის ჰოსეინ სალამის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სამხედრო წვრთნები არის "პასუხი ისრაელის მუქარაზე":

"ისრაელის მთავრობის წევრები შეცდომას თუ დაუშვებენ, ხელებს მოვამტვრევთ.

[...] ჩვენს რეალურ ოპერაციასა და საველე სწავლებას შორის მანძილი არის მხოლოდ რაკეტების გაშვების კუთხის შეცვლა. ეს იყო ასობით რაკეტის მცირე ნაწილი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მტრულ სამიზნეზე ერთდროულად დარტყმა“, – თქვა ჰოსეინ სალამიმ.

სამხედრო წვრთნები ჰორმოზგანის, ბუშერის და ხუზესტანის სამხრეთ პროვინციების სანაპირო ზოლში ჩატარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S