
საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების კიდევ 19 შემთხვევა დადასტურდა
24/12/2021 14:44:49 საზოგადოება
საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების კიდევ 19 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
მათივე მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში ჯამში „ომიკრონის“ 48 შემთხვევაა დაფიქსირებული.
შეგახსენებთ, საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების შემთხვევები პირველად 20 დეკემბერს გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ომიკრონის“ შტამმა ქვეყანაში ცირკულაცია ფაქტობრივად დაიწყო“.