
2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დასახელდნენ
24/12/2021 11:31:47 საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა. „2021 წლის საუკეთესო სპორტსმენის“ ნომინაციაში წელს ორი გამარჯვებული გამოვლინდა - ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური.
დანარჩენი ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა:
- „2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი ქალებში“ - მარიამ ქერდიკაშვილი, კანოე.
- „საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სახეობებში“ - მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.
- „2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი ვაჟებში“- მოჭიდავე ლერი აბულაძე.
- „2021 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი“ - ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი.
- „ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი“ - ლალი დოლიძე, მხატვრული ტანვარჯიში.
- „საუკეთესი ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში“ - წყალბურთელი გიორგი მაგრაქველიძე.
- „ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროფესიონალური გაშუქებისთვის“ - ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.
- „2021 წლის საუკეთესო საუკეთესო მწვრთნელი“ - ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი.
- „2021 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია“ - საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია.
- "2021 წლის სეოკ-ის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია" - სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია.
- "საქართველოს ოლიმპიური გუნდის მაღალი დონის სამედიცინო უზრუნველყოფისთვის" - საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ზურაბ კახაბრიშვილი.
- "სეოკ-ის პარტნიორობისთვის" - კომპანია "თელიანი ველი". "ოლიმპიური მოძრაობის მედიის მხარდაჭერისთვის" - "საქართველოს პირველი არხი".
- "ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის" - კომპანია "ავერსის" დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე.
- "ქართული სპორტის მხარდაჭერისთვის" - "საქართველოს ბანკი" და ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.
- "ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის" - ნინო სალუქვაძე.