"საქართველოს ბანკი" მედალოსანი ოლიმპიელებისა და პარალიმპიელისპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს
24/12/2021 11:19:47 ეკონომიკა, რეკლამა
"საქართველოს ბანკი" საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი მედალოსან ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტსმენებს ერთი წლის განმავლობაში,ხელფასის სახით, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.
"საქართველოს ბანკის" ცნობით, გადაწყვეტილება სპორტულიშედეგებითსაუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოებისცერემონიალზე საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ გააჟღერა.
„მოხარულივარ, რომსაქართველოსბანკისადაეროვნულიოლიმპიურიკომიტეტისთანამშრომლობაწარმატებით გრძელდება. ჩვენიპარტნიორობისმიზანსწარმოადგენსსპორტისხელშეწყობა და იმ ქართველიოლიმპიურისპორტსმენების მხარდაჭერა,რომლებიცწლებისგანმავლობაშიემზადებიანოლიმპიურითამაშებისთვისდა წელს საქართველოსსახელითღირსეულადწარსდგნენ კიდეც ოლიმპიადაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის. იმისთვის რომ მათდამი ჩვენი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოგვეხატა, გადავწყვიტეთ მათ გავუწიოთ ფინანსური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში. აქვე, მინდა მივულოცო ყველა გამარჯვებულ სპორტსმენს, რომლებიც 2021 წლისსპორტულიშედეგების მიხედვითსაუკეთესოდ დასახელდნენ. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ: ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე; წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი გახდა ეთერ ლიპარტელიანი. წლის აღმოჩენა- ,,ოლიმპიური იმედი“ კი ლერი აბულაძე და მარიამ ქედიკაშვილიგახდნენ. წლის საუკეთესო სპორტსმენად სპორტის ზამთრის სახეობებში- მორის ყვითელაშვილი; წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენადკი გიორგი მაგრაქველიძედასახელდა. ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის ჯილდო გადაეცა ნინო სალუქვაძეს.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტებს გენერალურ პარტნიორობას უკვე რამდენიმე წელია უწევს და კვლავაც განაგრძობსქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას.


