Accentnews.ge
გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

24/12/2021 09:16:38 საზოგადოება, რეკლამა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობისმცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ99-დან კმ102 მონაკვეთამდე (გუდაურიდან პირველი გვირაბის შესასვლელამდე) ზვავსაშიშროების საფრთხის დონე დაბალია და შესაძლებელია გაწმენდითი სამუშაოების წარმოება.

ზვავსაშიშროების უბანი ამჟამად მხოლოდ კმ102-კმ105-ზეა და 3 კილომეტრამდეა შემცირებული.

ამ დროისთვის გუდაური კობის მონაკვეთზე ორივე მხრიდან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. პირველი მხრიდან სამუშაოები გრძელდება კმ93-დან კმ102-მდე, ხოლო მეორე მხრიდან - კმ107-დან კმ105-მდე მონაკვეთზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S