Accentnews.ge
"ფლანგვის დეტექტორი": "ბათუმში საახალწლო კონცერტისთვის ანტივაქსერი ფირცხალავა 14 100 ლარს მიიღებს"

"ფლანგვის დეტექტორი": "ბათუმში საახალწლო კონცერტისთვის ანტივაქსერი ფირცხალავა 14 100 ლარს მიიღებს"

24/12/2021 10:49:45 საზოგადოება

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ბათუმის მერია ევროპის მოედანზე 328,035 ლარად საახალწლო ღონისძიებებს მართავს, რაშიც 20 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უწყვეტი კონცერტები და 31 დეკემბრის "გალა კონცერტი" შედის.

ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე დიდ ჰონორარს რუსეთში მცხოვრები მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მიიღებს, რომელიც 5 დეკემბერს თბილისში მწვანე პასპორტების წინააღმდეგ გამართული აქციის სათავეში იდგა.

"უწყვეტი კონცერტები პანდემიისა და კოვიდის ახალი შტამის "ომიკრონის" გავრცელების პირობებში იმართება, რა გარემოებების გამოც მწვანე პასპორტების სისტემის პირველად შემომღებ ღამის კლუბებს გახსნის უფლება არ მისცეს. საახალწლო ღონისძიებებს ორგანიზებას უწევს ბათუმის მერიის ა(ა)იპ ბათუმის კულტურის ცენტრი, რომელიც 2022 წლის ბიუჯეტიდან 3.6 მილიონი ლარით დაფინანსდა, საიდანაც 2.4 მილიონი მხოლოდ ხელფასებისთვისაა", -აცხადებს "ფლანგვის დეტექტორი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S