
ბელარუსში "რადიო თავისუფლება" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს
24/12/2021 10:46:58 საზოგადოება
ბელარუსის შსს-მ "რადიო თავისუფლების" ბელარუსული სამსახური ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
დეკემბრის დასაწყისში მინსკმა ექსტრემისტულად გამოაცხადა გამოცემის სოციალური ქსელები. რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეს, რომელსაც "რადიო თავისუფლება" ექნება გამოწერილი, შესაძლოა, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ.