Accentnews.ge
ბილ გეიტსი: „პანდემიის ყველაზე უარეს ეტაპზე გადავდივართ“

ბილ გეიტსი: „პანდემიის ყველაზე უარეს ეტაპზე გადავდივართ“

24/12/2021 09:02:57 მსოფლიო

„ჩვენ პანდემიის ყველაზე უარეს ნაწილზე გადავდივართ“, - ამის შესახებ ბილ გეიტსმა „ტვიტერზე“ დაწერა და განაცხადა, რომ მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საკუთარი შვებულების გეგმებს ცვლის.

„ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ მას [ახალ შტამს], სანამ დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დელტა შტამთან შედარებით, ომიკრონი ნახევრად მძიმეა, ფაქტია, რომ ინფიცირების მაჩვენებლების ყველაზე სწრაფი ზრდა გვაქვს, რაც აქამდე ყოფილა“, - განაცხადა ბილ გეიტსმა.

მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ პანდემიის ახალი ტალღა აშშ-ში სამ თვეს მაინც გაგრძელდება.

ცნობისთვის: ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში საშუალოდ 148 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა აღირიცხება დღეში, რაც გასული კვირის მაჩვენებლებთან შედარებით, 23%-ით მეტია. ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მონაცემებით კი, გუშინ საავადმყოფოებში სულ 69,700-ზე მეტი კოვიდპაციენტი აღირიცხა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S