Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოელ ექიმებს ელოდებიან

მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოელ ექიმებს ელოდებიან

24/12/2021 08:16:15 საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის ცნობით, სააკაშვილთან უცხოეთიდან აპირებენ ექიმები ჩამოსვლას.

„ამ დღეებში ელოდებიან რამდენიმე ექიმს გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ისინი არიან ნევროლოგები და ფსიქონევროლოგები“, - აღნიშნა ყიფშიძემ.

ექიმების ჩამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ყიფშიძის თქმით, უცხოეთიდან ექიმების მოწვევის მიზეზი გახდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადოდ არ მკურნალობენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S