
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
24/12/2021 07:05:32 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1976 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 78 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3076 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 029 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 654 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 375 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.26% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.64%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 969 შემთხვევა,
- აჭარა - 145,
- იმერეთი - 246,
- ქვემო ქართლი - 88,
- შიდა ქართლი - 117,
- გურია - 55,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 117,
- კახეთი -119,
- მცხეთა-მთიანეთი -57,
- სამცხე-ჯავახეთი - 40,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 970 საიდანაც: 5 195 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 152, აჭარაში - 526, იმერეთში - 1 005. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 პირი, მათ შორის, თბილისში - 559, აჭარაში - 130, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 36, იმერეთში - 36. 980 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 618 - თბილისში, 240- აჭარაში. 24 795 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 23 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 647 ადამიანი.