Accentnews.ge
ბლინკენმა ნატო-ს გენმდივანთან და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან უკრაინის საკითხი განიხილა

ბლინკენმა ნატო-ს გენმდივანთან და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან უკრაინის საკითხი განიხილა

24/12/2021 06:23:07 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივან ელიზაბეტ ტრასთან უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილა.

“ენტონი ბლინკენი და ელიზაბეტ ტრასი მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის კოორდინირებული მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ, რათა კრემლს დაუწესდეს შედეგები იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გამოიყენებს,“- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისი ინფორმაციით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორმხრივი მიდგომა რუსეთის მიმართ და აღნიშნეს, რომ ნატო მზადაა, რუსეთთან არსებითი დიალოგისთვის, მაგრამ ამავდროულად ინარჩუნებს ერთიანობას მოკავშირეების დასაცავად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S