"მიუხედავად იმისა, რომ მრავალმხრივი ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, არ უგულებელვყოფთ მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან"
24/12/2021 06:06:16 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობამ ისევე, როგორც მოსკოვის გართულებულმა ურთიერთობამ ნატო-სთან საშიშ დონეს მიაღწია.
"მიუხედავად იმისა, რომ მრავალმხრივი ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, არ უგულებელვყოფთ მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მისი თქმით, თურქეთის ხელისუფლება იმგვარ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც ემყარება ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, ადგილზე არსებულ რეალობას და შესაძლებლობებს.


