მედია – აშშ–ში აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიას რუსეთთან ნატო–ს მეტი ჯარის განთავსება მოჰყვება
23/12/2021 19:31:56 მსოფლიო
აშშ–ში აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიას რუსეთთან ნატო–ს მეტი ჯარის განთავსება მოჰყვება, – იუწყება Radio Free Europe/Radio Liberty ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
"აშშ ცდილობს, შეაკავოს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისგან და აცხადებს, რომ ამგვარ ქმედებას მოჰყვება დასავლეთის სადამსჯელო სანქციები, ნატო კი იძულებული გახდება კიევს გაუზარდოს სამხედრო დახმარება და მოსკოვის სიახლოვეს მეტი ძალები განათავსოს", – აცხადებს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი.
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-მდე საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი სამხედრო განათავსა. დასავლეთში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრას. მოსკოვი უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის გეგმის ქონას და ამბობს, რომ დაძაბულობის პროვოცირებას უკრაინა და ნატო ახდენენ.


