Accentnews.ge
გამყრელიძე ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების კვლავ შემოღებას არ გამორიცხავს

გამყრელიძე ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების კვლავ შემოღებას არ გამორიცხავს

23/12/2021 18:25:31 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის გავრცელების ფონზე შეზღუდვები დაწესდეს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, „თუ ჩვენ ვერ გავზრდით პირბადის ტარების და აცრის მოცვის მაჩვენებელს“.

„ომიკრონი“ გვერდს არ აგვივლის - პროგნოზი ასეთია, რომ „ომიკრონის“ გავრცელებამ პიკს შესაძლოა, იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს, მაშინ ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებები შემოიღოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. მე ეს საკითხი სამშაბათს დავაყენე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება იმას, რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება იყოს შემოღებული საწყის ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ეს შექმნილ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

საქართველოში ამ დროისთვის "ომიკრონით" ინფიცირების 29 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S