აშშ-ის FDA-მ „მერკის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა
23/12/2021 16:42:17 მსოფლიო
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კომპანია „მერკის“ მიერ შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო აბები გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.
პრეპარატი "მოლნუპირავირი" განკუთვნილია ინფექციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის სამკურნალოდ.
კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, აბების მიღება შესაძლებელი იქნება საშინაო პირობებში, რაც არა მხოლოდ ხელს შეუწყობს სახიფათო დაავადების ადრეულ განკურნებას, არამედ – საავადმყოფოების გადატვირთვის თავიდან არიდებას.
„მერკის“ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, პრეპარატ "მოლნუპირავირის" გამოყენება 30%–ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას კორონავირუსით მსუბუქად და საშუალო სიმძიმით დაავადებულ ადამიანებში.
გუშინ აშშ-ის FDA-მ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.


