მედია – აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი დაქირავებული მებრძოლები განთავსდნენ
23/12/2021 16:22:20 მსოფლიო
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი დაქირავებული მებრძოლები განთავსდნენ, – იუწყება Reuters.
გამოცემის განცხადებით, ოთხი წყაროდან სამი აცხადებს, რომ დონბასში გამგზავრება შესთავაზეს. სამიდან ორმა პირმა აღნიშნა, რომ შეთავაზება მიიღო.
მედიასაშუალების ერთ–ერთი წყარო ამბობს, რომ დაქირავებული მებრძოლების დონეცკში გაგზავნის მიზანი არის დივერსიული ქმედებები უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის.
დაქირავებული მებრძოლების საქმიანობას კრემლში აღწერენ როგორც მოხალისეობრივს და აღნიშნავენ, რომ მათ სახელმწიფოსთან კავშირი არ აქვთ.


