Accentnews.ge
"წამალი ვაქცინას არ შეცვლის, საჭირო იქნება ისევ და ისევ ვაქცინაცია"

"წამალი ვაქცინას არ შეცვლის, საჭირო იქნება ისევ და ისევ ვაქცინაცია"

23/12/2021 14:53:32 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის დამთავრების გზა გადის მოსახლეობის ვაქცინაციაზე.

"წამალი ვაქცინას არ შეცვლის, საჭირო იქნება ისევ და ისევ ვაქცინაცია, რადგან ამ პანდემიის დამთავრების გზა გადის მოსახლეობის ვაქცინაციაზე. მთელი მოსახლეობის 75% უნდა იყოს აცრილი. წამალი პაქსლოვიდი, რომელსაც გუშინ მიეცა ავტორიზაცია, ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია. ეს წამალი ორი ანტივირუსული წამლისგან შედგება და კვლევებში აჩვენა 90%-იანი ეფექტიანობა გართულების და სიკვდილიანობის პრევენციის თვალსაზრისით. ჯანდაცვის სამინისტრი დიდი ხანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ფაიზერთან ამ წამლის მისაღებად და საქართველოში ის ხელმისაწვდომი იქნება", განაცხადა გამყრელიძემ.

22 დეკემბერს აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) კოვიდის მკურნალობისთვის Paxlovid-ს ავტორიზაცია მიანიჭა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S