Accentnews.ge
"დღეს "ომიკრონის" კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა"

"დღეს "ომიკრონის" კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა"

23/12/2021 14:39:27 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის დამატებით 5 შემთხვევა გამოავლინეს.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ კიდევ მიმდინარეობს ნიმუშების გამოკვლევა.

"ამ წუთისთვის დაემატა 5 შემთხვევა დღევანდელ კვლევაში, ანუ ერთად გვაქვს ["ომიკრონის"] 29 შემთხვევა. კიდევ მიმდინარეობს კვლევები. 10 შემოსული ნიმუშიდან 5 დადებითი აღმოჩნდა "ომიკრონზე", - განაცხადა გამყრელიძემ.

თავდაპირველად "ომიკრონი" საქართველოში მხოლოდ 2 ადამიანს დაუდასტურდა, შემდეგ კი მათ ყველა კონტაქტს, 24 პირს კორონავირუსის იგივე შტამი დაუდგინდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S