Accentnews.ge
სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გაწმენდა დაიწყო

სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გაწმენდა დაიწყო

23/12/2021 11:56:17 საზოგადოება, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ზვავის ჩამოწოლის საფრთხის მოხსნის შემდეგ, გუდაურიდან გზის 99-ე კმ-მდე მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო და აქტიურად გრძელდება.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული საავტომობილო გზის 99-ეკილომეტრიდან კვლავ ნარჩუნდება ზვავსაშიშროება, რომლის მოხსნის შემდეგაც დარჩენილ მონაკვეთზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყება და საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S