
"ბუსტერ" დოზის გაკეთების ვადა 3 თვემდე მცირდება
23/12/2021 13:27:14 საზოგადოება
"ბუსტერ" დოზის გაკეთების ვადა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში 3 თვემდე მცირდება. ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
"გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მეორე დოზის შემდეგ მოსახლეობამ "ბუსტერ" დოზა გაიკეთოს “, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დღემდე PfaizerBioNTech–ის ვაქცინის "ბუსტერ" დოზით აცრა ნებადართული იყო სრულად ვაქცინირებიდან 5 თვის შემდეგ.რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრილი პირებისთვის "ბუსტერ" დოზა დასაშვები იყო სრულად ვაქცინირებიდან 3 თვის შემდეგ.