Accentnews.ge
იორმუღანლოში 14 წლის გოგო გაიტაცეს, ოჯახი დახმარებას ითხოვს

იორმუღანლოში 14 წლის გოგო გაიტაცეს, ოჯახი დახმარებას ითხოვს

23/12/2021 11:23:14 საზოგადოება

საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში ოჯახი აცხადებს, რომ 14 წლის გოგო ქორწინების მიზნით გაიტაცეს.

"ფორმულას" ინფორმაციით, მოზარდი 23 დღეა, მეზობელ სოფელში, გამტაცებელი კაცის ბებიასთან იმყოფება. ამასთან, მას შეზღუდული აქვს კომუნიკაცია და ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ ჰქონია.

გოგოს ბებია და მამიდა ჰყვებიან, რომ ბავშვს სამი წლის განმავლობაში ემუქრებოდნენ გატაცებით და 11 წლის ასაკში იძულებით დანიშნეს. მათივე ინფორმაციით, გოგო ხუთმა პირმა გაუტაცა.

ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახისგან განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს:

"ვრეკავთ შსს-ში და გვეუბნებიან, რომ ბავშვი უსაფრთხოდაა და პრობლემა არ არსებობს. თუმცა, აბსოლუტურად სხვა ინფორმაციას ვიღებთ სოფელში: ნასამართლევი საქმრო დაკავებული არ არის, გოგონა საქმროს ბებიასთანაა, სადაც ეს კაცი აკითხავს; ამბობენ, რომ მოლამ ჯვარიც დასწერაო. დანამდვილებით შეიძლება, ითქვას, რომ გოგონა არ არის საკუთარ ოჯახში. მორიგი ადრეული ქორწინების მიჩუმათება ხდება იორმუღანლოში სწორედაც, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით და დუმილით".

14 წლის გოგოს გატაცების საქმეზე გამოძიება სსკ-ს 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. შსს-ს განცხადებით, საქმეში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, სოციალური მუშაკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S