Accentnews.ge
რუსეთი რუსული სადესანტო ძალების მონაწილეობით ყირიმში სამხედრო წვრთნებს აანონსებს

რუსეთი რუსული სადესანტო ძალების მონაწილეობით ყირიმში სამხედრო წვრთნებს აანონსებს

23/12/2021 09:21:15 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, „ოპუკის“ პოლიგონზე 23-24 დეკემბერს ჩატარდება ტაქტიკური სწავლება ნოვოროსიისკის გვარდიის საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფების მონაწილეობით.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სწავლებაში 1 200-ზე მეტი მედესანტე და 250 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას. სწავლების ფარგლებში დაზვერვის ქვედანაყოფები პირობით მტრის წინააღმდეგ სადაზვერვო მოქმედებებს განახორციელებენ.

მისი ცნობით, გარდა ამისა, მობილური ჯგუფების მიერ შემუშავებული იქნება უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის მოქმედებები, ხოლო ახალი ტიპის საჰაერო-სადესანტო ძალები სადესანტო ოპერაციებს განახორციელებენ ვერტმფრენების გამოყენებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S