Accentnews.ge
გაბუნია - კლუბების გახსნაზე: "ჯერ არ არის იმის დრო, რომ ასეთი თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ"

გაბუნია - კლუბების გახსნაზე: "ჯერ არ არის იმის დრო, რომ ასეთი თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ"

23/12/2021 08:48:55 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ჯერ არ არის იმის დრო, რომ ასეთი თამამი გადაწყვეტილებები მივიღონ".

მისი თქმით, "ომიკრონის" ახალი ტალღის პირობებში კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებული მოთხოვნები ყველგან მკაცრდება.

"ამ პირობებში, როდესაც ჩვენ "ომიკრონის" ტალღას ველოდებით, ვადევნებთ თვალს ევროპაში როგორ მკაცრდება ყოველდღე მოთხოვნები რეგულაციებთან დაკავშირებით. ძალიან რთული განსამარტია, თუ რატომ შეიძლება დავუშვათ ახალი გახსნები, მაგალითად, კლუბებთან მიმართებაში. ჯერ არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ასეთი თამამი გადაწყვეტილება მივიღოთ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც "ომიკრონის" რისკი ძალიან რეალურია. ცოტა დრო გვჭირდება. რა თქმა უნდა, ყველას ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს, როგორც გართობის, ისე სოციალური და სხვა აქტივობის მიმართულებას. რისკი "ომიკრონს" უკავშირდება, რომელსაც ბევრი კითხვის ნიშანი აქვს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე თავი შევიკავოთ დამატებითი შეზღუდვების გაიოლებისგან - საკოორდინაციო საბჭოს პოზიციაც ამგვარია",- აღნიშნავს გაბუნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S