Accentnews.ge
კლუბები: "ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას!"

კლუბები: "ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას!"

23/12/2021 07:35:29 საზოგადოება

საქართველოში საკლუბო სცენა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ისინი მწარედ მოატყუა, როცა დააიმედა, რომ რეგულაციები შემსუბუქდებოდა და მათ მუშაობის შესაძლებლობა ექნებოდათ. ბოლოს ეს იმედი ხელისუფლებამ მათ გუშინ, 22 დეკემბერს გაუცრუა, როცა განაცხადა, რომ კლუბები ისევ არ გაიხსნებოდა.

საკლუბო სცენამ ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

"ამ უსამართლო და უთანასწორო ნაბიჯმა, განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა მთელი სცენა და მასთან ერთად, ამ სფეროში დასაქმებული 8000-მდე ადამიანის მომავალი.

ვწუხვართ, რომ გვჯეროდა და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მწარედ მოტყუებულები.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მშვიდად ვუყუროთ ერთი მხრივ ხალხზე ზრუნვის მოტივით, როგორ ანადგურებს ხელისუფლება ჩვენს სფეროს, რომლის წარმატებამ და გლობალური მასშტაბით აღიარებამ ქვეყანას უპრეცედენტო საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა, მეორე მხრივ კი თავად აორგანიზებს კონცერტებსა და ხალხმრავალ შეკრებებს.

სახელმწიფოს არამხოლოდ არ აღმოაჩნდა ნება და სურვილი მხარი დაეჭირა და ხელი შეეწყო კრიზისის პირისპირ დარჩენილ სფეროსთვის, არამედ მუქარის ენით გველაპარაკება", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

კლუბების განცხადებით, ისინი გააგრძელებენ მუშაობას იმ რეგულაციებით, რომელიც მათ წინსწრებით შეათანხმეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან:

"მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა, მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება - თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის მოსამზადებლად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯის გაღება მოგვიწია.

ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას!".

დოკუმენტს ხელს აწერენ:

  • The Cultural and Creative Industries Union of Georgia
  • 4GB
  • BASSIANI
  • Boom Boom Booking Agency
  • Bude
  • CAFE-GALLERY
  • Colibri
  • DAISI • დაისი
  • დედაენის ბარი
  • KHIDI
  • Kibe
  • Left Bank
  • Lisi Rest
  • Lisi Wood
  • MIONI
  • Millennials
  • მტკვარზე • MTKVARZE
  • Mzesumzira
  • რეფლექტორი / Reflector
  • Swing Festival
  • TES
  • TIVI • ტივი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S