Accentnews.ge
მარინა ქორიძე: „ავიცრათ საკუთარი თავისთვის, სხვებისთვის, სამყაროსთვის და სიცოცხლე შევუნარჩუნოთ ერთმანეთს“

მარინა ქორიძე: „ავიცრათ საკუთარი თავისთვის, სხვებისთვის, სამყაროსთვის და სიცოცხლე შევუნარჩუნოთ ერთმანეთს“

23/12/2021 07:03:24 საზოგადოება

სტუდენტურ კამპანიას - „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.

- ტექნოლოგიური უნივერსიტეტისგან მივიღეთ გამოწვევა და, რა თქმა უნდა, შევუერთდით ამ აქციაში. ეს არ არის პირველი აქცია, რომელშიც ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ. ეპიდემიის დაწყების პირველი დღიდან, ისინი მოხალისეებად არიან ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებაში, ნაწილი დასაქმებულიც კი არის კლინიკებში, სასაზღვრო- გამშვებ პუნქტებში, სხვადასხვა ცენტრში“, - განაცხადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარინა ქორიძემ.

მისი თქმით, რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება, მით უფრო აქტიურად წავა ვაქცინაციის პროცესი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პანდემიის დასამარცხებლად.

„ავიცრათ ერთმანეთისთვის, საკუთარი თავისთვის, საკუთარი ოჯახისათვის, სხვებისთვის, სამყაროსთვის იმიტომ, რომ ის, რაც ყველაზე ძვირფასი აქვს ადამიანს - სიცოცხლე შევინარჩუნოთ და შევუნარჩუნოთ ერთმანეთს.

და ვინ, თუ არა ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომელთა ძირითადი პროფესია საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, უნდა იყვნენ ამ საკითხებში ჩართულნი და თანატოლებს მათთვის გასაგებ ენაზე მიაწოდონ ინფორმაცია, და არა მარტო თანატოლებს, ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც, რომ ვაქცინა არის ერთადერთი რამ, რაც გადაგვარჩენს და დაგვიცავს ამ ეპიდემიისგან.

თავად ჩვენს უნივერსიტეტში და განსაკუთრებით - ჩვენს ფაკულტეტზე ყველაზე მაღალი აქტივობაა, მოგეხსენებათ, ჩვენი ფაკულტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტია და პროფესორ-მასწავლებლების თითქმის 90% აცრილია. ასევე -სტუდენტებიც.

სხვათა შორის, საბუნებისმეტყველო მიმართულების ჩვენი სტუდენტები, მაგალითად, ბიოლოგები სხვადასხვა ლაბორატორიაში მუშაობენ, ხოლო ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტები - კლინიკებსა და კოვიდცენტრებში არიან დასაქმებულნი.

ჩვენს უნივერსიტეტში, თვეების განმავლობაში, დიდი ცენტრი გვქონდა მოწყობილი, ადგილზე კეთდებოდა ტესტები და აცრა, სადავ, ასევე, ჩვენი სტუდენტები იყვნენ დასაქმებულნი და, რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა აცრილია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ჯერჯერობით თავს იკავებენ. მათ მინდა მოვუწოდო - ავიცრათ ერთმანეთისთვის, რომ შევუნარჩუნოთ ერთმანეთს სიცოცხლე, ჩვენ დღეს ასე თუ შევძლებთ პანდემიის დამარცხებას“, -განაცხადა მარინა ქორიძემ.

სტუდენტური კამპანია - „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში გაიმართა, სადაც სტუდენტები ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით შეიკრიბნენ.

მელანო ჩხაიძე, I კურსის სტუდენტი:

„ქალბატონ მარინა ქორიძისგან მივიღეთ ინფორმაცია აქციის შესახებ, დავინტერესდით, რადგან ეს პროექტი საშუალებას გვაძლევს, მეტი გავიგოთ ვაქცინაციასა და იმუნიზაციაზე, გავიგოთ, რა არის მითი და რა - სიმართლე, რატომ უნდა ავიცრათ. ჩვენს თანატოლებში უფრო მეტი აუცრელია, ვიდრე აცრილი, სწორედ მათ ვაწვდით ინფორმაციას - როცა აცრილი ხარ, ეს ნიშნავს, რომ ზრუნავ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობაზე“.

ნინო თურმანიძე, I I კურსის სტუდენტი:

„სხვა უნივერსიტეტებთან ერთად ბსუ-ც შეუერთდა აქციას, სტუდენტები აქტიურად ჩავერთეთ ამ პროცესში, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ ვაქცინაციის შესახებ და ახლა შემიძლია, ნებისმიერ ადამიანს გავცე პასუხი, რატომ უნდა ავიცრათ, რომელი ვაქცინაა უკეთესი. დღეს უკვე შემიძლია ავუხსნა თუნდაც ჩემს თანატოლებს, რომლებიც უფროსების ზეგავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი და არ იცრებიან, რა ხდება სინამდვილეში და დავუმსხვრიო ეს სტერეოტიპები.

დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაქცინაცია ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია. ჩვენ გვინდოდა, ადამიანებისთვის გვეთქვა, რომ აიცრან არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების ჯანმრთელობისთვისაც. ჩვენ შევძლებთ ვაქცინაციით პანდემიის დასრულებას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S