
თბილისი და 1 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
23/12/2021 06:56:51 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 68 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 767 პირი.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 437 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 020 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 417 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.43% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.94%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 074 შემთხვევა,
- აჭარა - 149,
- იმერეთი - 291,
- ქვემო ქართლი - 89,
- შიდა ქართლი - 142,
- გურია - 79,
- ამეგრელო - ზემო სვანეთი - 113,
- კახეთი -111,
- მცხეთა-მთიანეთი -70,
- სამცხე-ჯავახეთი - 26,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 148 საიდანაც: 5 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 221, აჭარაში - 521, იმერეთში - 1 064. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 336 პირი, მათ შორის, თბილისში - 558, აჭარაში - 130, იმერეთში - 390. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 34, იმერეთში - 35. 1 009 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 639 - თბილისში, 243- აჭარაში. 25 812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 22 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 298 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 993 ადამიანი.