
24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მთავრობა ქვეყნის 63-ვე მუნიციპალიტეტში საშობაო ბაზრობებსა და კონცერტებს აანონსებს
23/12/2021 06:39:45 საზოგადოება
24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მთავრობა ქვეყნის 63-ვე მუნიციპალიტეტში საშობაო ბაზრობებსა და კონცერტებს აანონსებს.
პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
"63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. საღამოს საათებში გაიმართება, როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით. ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდრეგულაციები", – აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახურში.