ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი: "2022 წელი კორონავირუსის პანდემიის დასრულების წელი უნდა გახდეს"
22/12/2021 19:14:44 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, 2022 წელი კორონავირუსის პანდემიის დასრულების წელი უნდა გახდეს.
მან კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უთანასწორობა უნდა დასრულდეს და ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს წვდომა ვაქცინებზე:
„თუ გვსურს, რომ პანდემია მომდევნო წელს დასრულდეს, უთანასწორობას ბოლო უნდა მოვუღოთ და 2022 წლის მეორე ნახევრისთვის თითოეულ ქვეყანაში მოსახლეობის 70% უნდა ავცრათ“.
მისი თქმით, ვაქცინის არსებული მარაგი საკმარისია იმისთვის, რომ 2022 წლის პირველი ნახევრისთვის მსოფლიო მოსახლეობის ზრდასრული ნაწილი სრულად აიცრას, ასევე ვაქცინის მარაგი საკმარისია რისკ–ჯგუფებში მყოფი ადამიანების "ბუსტერ" დოზით აცრისთვის.


