
რიკოთზე საამქროს ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
22/12/2021 16:40:26 საზოგადოება
დღეს ვერტყვიჭალაში სამშენებლო საამქროს მსუბუქი კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის შედეგადაც საამქროში დასაქმებულმა ექვსმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება, ხოლო ერთი პირი გარდაიცვალა.
„დაშავებულები გადაყვანილი არიან ზესტაფონის, ხაშურის და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში. ამ ეტაპზე არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სამაშველო, სასწრაფო დახმარების სამსახურები. გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.