Accentnews.ge
AstraZeneca „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრობლობს

AstraZeneca „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრობლობს

22/12/2021 12:14:43 მსოფლიო

ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრობლობს.

"ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად გადავდგით პირველი ნაბიჯები ვარიანტ ომიკრონის ვაქცინის შესაქმნელად, თუკი ეს აუცილებელი გახდება და მოპოვებულ მონაცემებს დაეყრდნობა" - განაცხადა კომპანიამ 21 დეკემბერს. ოქსფორდისა და AstraZeneca-ის "ადენოვირუსზე დაფუძნებული ვაქცინების ნებისმიერი ახალი ვარიანტის წინააღმდეგ გამოყენება პრინციპში უფრო სწრაფადაა შესაძლებელი, ვიდრე გარკვეული პირები აქამდე ვარაუდობდნენ" - განუცხადა ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფის ლიდერმა სენდი დაგლასმა, Financial Times-ს.

უშუალოდ „ომიკრონის“ წინააღმდეგ მიმართული ვაქცინების წარმოების შესახებ ასევე აცხადებენ Pfizer/BioNTech-ი და Moderna.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S