Accentnews.ge
პარლამენტმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი III მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი III მოსმენით დაამტკიცა

22/12/2021 12:04:58 საზოგადოება

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამას კრძალავს, თამაშს მილიონამდე ადამიანს უზღუდავს და ონლაინ აზარტულ თამაშების ორგანიზატორი კომპანიების ახლებურად დაბეგვრას ითვალისწინებს.

ცვლილებების ნაწილი, კერძოდ, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა 2022 წლის პირველი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა კრიტიკის შემდეგ 2022 წლის პირველ მარტამდე გადავადდა.

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მიხედვით, 25-წლამდე ადამიანებს ყველა სახის აზარტული თამაშები აეკრძალებათ, გარდა წამახალისებელი ლატარიებისა.

კანონდარღვევა პირველ ჯერზე ორგანიზატორის 10 ათასი ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 20 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ყველა საჯარო სამსახურში, მათ შორის, მარეგულირებელ ორგანოებსა და ეროვნულ ბანკში დასაქმებულ ადამიანებს აეკრძალებათ აზარტული თამაშები. ასევე, თამაში ეკრძალებათ სოციალურად დაუცველებს.

შეიქმნება აკრძალულ პირთა სია.

ასევე, იქმნება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია და შეიქმნება მონაცემთა ბაზა.

კანონპროექტით გათვალისწინებული აკრძალვები არ ეხება სპორტულ ფსონებს.

დამოკიდებულ პირთა სიაში ადამიანებს 5 წლით შეიყვანენ.

იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა, თუმცა, არის გამონაკლისების სია, რა შემთხვევვაშიც რეკლამა დაშვებულია, მაგალითად, კანონპროექტში წერია, რომ:

  • რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;
  • იქ, სადაც მიმდინაროებს სპორტული ღონისძიება, კომპანია კი არის სპონსორი;
  • რეკლამა განთავსებულია საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S